მაია ღურწკაიამ და ქეთო ტაბაღუამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა მაია ღურწკაიამ და ქეთო ტაბაღუამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მათი ინტერესების დამცველის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტ ლელა მოწონელიძის განცხადებით, გაასაჩივრეს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც არ დააკმაყოფილა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 7 მარტს ნაწილობრივ დააკმაყოფილა გამგეობის ყოფილი თანამშრმლების სარჩელი. მოსარჩელე მხარეს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა. მათ შორის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, დათხოვნილთა სამსახურში აღდგენის და გაცდენილ პერიოდში დაგროვილი ხელფასის და პრემიის, თუ სახელფასო დანამატის ანაზღაურების მოთხოვნები.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ბათილად ცნო გამგებლის, ლაშა გოგიას ბრძანება მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა, მისი გაადწყვეტილებით, მაია ღურკაიას უწევს ხელახლა გაიაროს გასუაბრების ეტაპი და ამის შემდეგ გამოსცემს ზუგდიდის გამგეობა აქტს. შესაბამისად ღიად დარჩა ახალ გარემოებებამდე ღურწკაიას ადგილას (გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი) მომუშავე მაგდალინა თოდუას საკითხი.

რაც შეეხება, ქეთო ტაბაღუას, ის იყო კულტურის განყოფილების უფროსი, თუმცა იმის გამო, რომ ეს თანამდებობა გაუქმდა და არსებობს კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება, შესაბამისად მისი აღდგენა მოსამართლის განმარტებით ვერ მოხერხდება, თუმცა გათავისუფლების ბრძანება ქეთო ტაბაღუას შემთხვევაშიც ბათილად იქნა ცნობილი. არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების პოზიციაზე დასაქმებული ლაშა ჯიქიას დათხოვნის შესახებ.

ორივე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ ზეწოლის ფონზე მიიღო, რასაც არ ეთანხმებიან თვითმმართველობაში.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად სამსახურიდან 28 თანამშრომელი გათავისუფლდა. აქედან 11-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში. მათი ნაწილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

წყარო: “ლაივპრესი”

banner
წინა სტატიაშისამხრეთ საფრანგეთში მთავრობამ მეჩეთი დახურა
შემდეგი სტატიაისრაელის ქ. აშკელონში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ საქართველოს საპატიო საკონსულო გახსნა