მაია ცქიტიშვილთან შეხვედრას თანამდებობიდან დღეს გათავისუფლებული გუბერნატორებიც ესწრებიან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამ წუთებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს ხვდება. შეხვედრას ცხრავე რეგიონის გუბერნატორი ესწრება, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს დილით თანამდებობა დატოვა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 5 გუბერნატორი დღეს თანამდებობიდან გადააყენა. პოსტები დატოვეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

თანამდებობაზე რჩებიან გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, იმერეთის გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

შეხვედრამდე გუბერნატორებს ჟურნალისტებთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

დღევანდელ შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარიც უნდა დასწრებოდა, თუმცა, როგორც მაია ცქიტიშვილმა შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, ის ჭუბერში გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშითემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიამოსახლეობა ხელკეტებით და სპეცრაზმი აღჭურვილობით – ვითარება კვლავ დაძაბულია, მესტია-ზუგდიდის გზა კი გადაკეტილი