8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

“მაია ცქიტიშვილის ჩვენებამ პროკურატურის ვერსია ჩამოანგრია”-ბერდია სიჭინავა

გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მაია ცქიტიშვილის სასამართლო ჩვენებამ სრულად დაამტვრია პროკურატურის ვერსია, თითქოს ყოფილმა შს მინისტრმა ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებაში ათვითცნობიერებდნენ ბორდერიზაციის რისკებს და გახარიამ მასთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების (გზის გაყვანის) თაობაზე კონსულტაცია წინასწარ გაიარა:

„ქალბატონმა მაიამ დაადასტურა, რომ აგვისტოს დასაწყისში, სანამ საგუშაგო აღიმართებოდა, გახარიამ სთხოვა მისასვლელი გზის გაყვანა, რადგან ვითარება საგანგაშო იყო. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ კაბინეტში ყველამ იცოდა პროცესების შესახებ. თავს რომ ისულელებენ და ბრალდებაში წერენ, თითქოს ოკუპანტებმა გვაგებინეს საგუშაგოს შესახებ, არის უკიდურესი სირცხვილი და მიამიტობა“, — განაცხადა სიჭინავამ.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოსგან გიორგი გახარიას დისტანციურად დაკითხვას მოითხოვს და ეს პროცესი სასამართლოსთვის „გარკვეული ტესტი“ იქნება.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალის თანახმად, საგუშაგოს ერთპიროვნულმა აღმართვამ ოკუპაციური ძალების კონტროლქვეშ დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი მოაქცია.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე გამოძიება დაიწყოს
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: ჩინოვნიკები თავს უწყობთ ხაფანგს, თქვენს “აღსასრულს” აახლოებს ბიძინა და მომკითხავიც არ გეყოლებათ