მაია ცქიტიშვილი : პრეზიდენტთან კომუნიკაციისთვის ნებისმიერ ფორმატში ღია ვართ, აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს მთავრობის სხდომა

აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს მთავრობის სხდომის ფორმატი, ჩვენ ნებისმიერ სხვა ფორმატში ღია ვართ პრეზიდენტთან კომუნიკაციისთვის“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„მთავრობის სხდომის ჩატარება რეგულირდება მთავრობის რეგლამენტით, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მსგავსი პროცედურა. თუმცა დარწმუნებული ვარ, მთავრობის ადმინისტრაცია ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ კომენტარს გააკეთებს. ამასთან, პრემიერის კომენტარიც მოვისმინე, რომ ჩვენ ნებისმიერ სხვა ფორმატში, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მთავრობის სხდომის ფორმატი, ღია ვართ ნებისმიერი კომუნიკაციისთვის პრეზიდენტთან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ პრემიერ-მინისტრს მიმართა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.

banner
წინა სტატიაშიბრალეულობას ვერ ვხვდებით… დანაშაულის ნიშნები არ არსებობს – პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : პროკურატურის ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა „პოლიტიკურ პარტიასთან“ გვაქვს საქმე