მაია ცქიტიშვილი – ოპოზიციამ პარლამენტში მუშაობა უნდა განაგრძოს

პარლამენტი ის ორგანოა, სადაც იკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენმა მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა. შესაბამისად ეს ნდობა არის, მათ შორის ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ დეპუტატს აკისრია თავის ამომრჩევლის და ქვეყნის წინაშე.

რა თქმა უნდა სასურველი, კომფორტული და მიზანშეწონილი არ არის, რომ პარლამენტის სხდომებს ოპოზიცია არ ესწრებოდეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში მუშაობა უნდა განაგრძოს.

„სწორედ ამის გამო, სწორედ ამ მიზნით იმართება არაერთი კონსულტაცია, მოლაპარაკების არაერთი რაუნდი, რათა როგორც სახელისუფლებო პარტიამ, ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა ის საერთო ენა გამოძებნონ, რომელიც ოპოზიციას დაეხმარება, რომ ის ტვირთი რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა დააკისრა, ატარონ, პარლამენტში შემოვიდნენ და შეუერთდნენ საპარლამენტო მუშაობას. პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ძლიერი. ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია ბევრად უფრო ძლიერი იქნება, თუ ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მიანიჭა ერთი, სამი, ოთხი მანდატი, თუ რამდენიც გადაწყვიტა ჩვენმა ამომრჩეველმა, იყოს პარლამენტში წარმოდგენილი და ის საქმე შეასრულოს რისთვისაც ის იყო არჩეული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცქიტიშვილი – ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, არამხოლოდ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლების, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე
შემდეგი სტატიათურნავა: პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ „ნამახვანის“ მსგავს მეგაპროექტებს