მაია ცქიტიშვილი : მოლაპარაკებებით ვეცდებით, ფონიჭალის მოსახლეობასთან თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა გადავწყვიტოთ

თბილისი-რუსთავის გზა არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს მის სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობას და არა მხოლოდ ერთ მონაკვეთს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ფონიჭალის მოსახლეობის პროტესტს, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მათ თბილისი-რუსთავის გზის ერთ მონაკვეთთან აქვთ პრობლემები.

„მოსახლეობის პროტესტი და მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ, არ არის სამართლიანი. პირველ რიგში იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრი ოჯახი, რომელიც გზის მშენებლობას აპროტესტებს, უფრო ახლოს არის არსებულ გზასთან, ვიდრე ის იქნება ახალ გზასთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აპროტესტებენ. ჩვენ ერთი შეხვედრა უკვე გვქონდა მოსახლეობასთან, ვცდილობთ, მოსახლეობას განვუმარტოთ დეტალები, რომელიც მათ უნდა იცოდნენ. განსახლების პროცესს არ ექვემდებარება ეს გზა, ამიტომ აქაც მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის პროცესში ვეცდებით, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. თბილისი-რუსთავის გზა მთლიანად არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს მის სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობას და არა მხოლოდ ერთ მონაკვეთს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“დღეს ჩვენ ყველანი მეგრელები ვართ”, სამარცხვინო კამპანიაა” – გოცირიძე
შემდეგი სტატიაწყნეთში მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა