მაია ცქიტიშვილი – მნიშვნელოვანია, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შედეგები და შემდეგი ნაბიჯები როგორ აისახება ურთიერთობების ნორმალიზებაზე

region
ავტ.: region ოქტომბერი 1, 2019 16:55

მაია ცქიტიშვილი – მნიშვნელოვანია, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შედეგები და შემდეგი ნაბიჯები როგორ აისახება ურთიერთობების ნორმალიზებაზე

რუსეთის მხრიდან ფრენების შეჩერება დაკავშირებული იყო იმ არასტაბილურ ვითარებასთან, რაც მაშინ ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევდა რუსეთის ხელისუფლება, რომ საჯარო გამოსვლების გამო რისკის ქვეშ იქნებოდნენ რუსეთს მოქალაქეები. გუშინ უკვე აღვნიშნე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის არც ერთი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არანაირი აგრესია და ეს მიზეზი ამოწურულია, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

კითხვაზე, ვისი ინიციატივით გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ბევრად მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის შედეგები და ის, თუ როგორ აისახება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების ნორმალიზებაზე.

„რაც შეეხება შეხვედრის ორგანიზებას, მოვისმინეთ შვეიცარიის მხარის დასტური და მგონი საკმაოდ სანდო წყაროა იმისთვის, რომ შემდგომ გარკვევაში აღარ შევიდეთ ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთავარია შეხვედრის შედეგები“, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 1, 2019 16:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics