მაია ცქიტიშვილი -ინიციატივის შედეგად წყალტუბოს პოტენციალის სრულად ათვისება რეალისტური გახდა

ათეული წლის განმავლობაში წყალტუბომ სამწუხაროდ ვერ დაიბრუნა ფუნქცია, რომელიც მას ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შედეგად მისი პოტენციალის სრულად ათვისება რეალისტური გახდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, წყალტუბოს მთელ რეგიონზე უპრეცედენტო გავლენა ექნება.

„არ შემიძლია ამ ინიციატივას არ მივესალმო და არ ავღნიშნო, რამდენად განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაა და რამდენად დიდ უპრეცედენტო ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე. მოგეხსენებათ, რომ ათეული წლის განმავლობაში წყალტუბომ სამწუხაროდ ვერ დაიბრუნა ფუნქცია, რომელიც მას ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შედეგად მისი პოტენციალის სრულად ათვისება რეალისტური გახდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქველმოქმედმა, ამასთანავე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქველმოქმედმა შეცვალოს მთელი რეგიონი. დარწმუნებული ვარ, ამის შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ ყველა. უპრეცედენტო გავლენა ექნება წყალტუბოს მთელს რეგიონში. ეს არ არის მხოლოდ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, ეს არის ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობა, ახალი სამუშაო ადგილები, ეს არის ალბათ 15-20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი მთელს რეგიონში, რომელიც უშუალოდ წყალტუბოს მოემსახურება. დღეს ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ განაცხადი სურვილი, დარწმუნებული ვარ, ამას მოყვება კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული ქმედებები, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება სრულიად გამჭირვალე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაგოცირიძე წყალტუბოზე: ეს არის მორიგი საარჩევნო დაპირება, რომელსაც არავინ აღარ ჭამს