7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას საქმეზე: გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ტერიტორიის დაკარგვის რისკი იყო და გზის გაყვანა ითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე დაცვის მხარის მოწმემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჩვენება მისცა.

როგორც ცქიტიშვილმა სასამართლოში განაცხადა, 2019 წელს, საგუშაგოს ჩადგმამდე, მასთან იმდროინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია დაუკავშირდა და აცნობა, რომ სოფელ ჩორჩანასთან ტყის დაკარგვისა და ბორდერიზაციის რისკი არსებობდა.

„გახარიამ მითხრა, რომ ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო. მთხოვა, ტყეში გზა გაგვეყვანა. ვუთხარი, რომ სატენდერო პროცედურები დიდ დროს მოითხოვდა, რის შემდეგაც მითხრა, რომ მის მოადგილე ლევან კაკავასთან მქონოდა კომუნიკაცია. საბოლოოდ, კაკავამ საკითხი მოაგვარა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ პროცესში მონაწილეობა აღარ მიუღია“, — განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, საგუშაგოს მოწყობის შესახებ ინფორმაცია მან, საზოგადოების მსგავსად, მედიიდან შეიტყო, ხოლო მთავრობის სხდომებზე ჩორჩანას თემაზე დისკუსია არ ყოფილა, რადგან მსგავსი სენსიტიური საკითხების განხილვა, როგორც წესი, უშიშროების საბჭოს ფორმატში ხდება.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი შეცდომაშია შეყვანილი
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი: გელა გელაძე მამუკა მდინარაძის “კლანის” ინტერესებს ემსახურებოდა