მაია ცქიტიშვილი ბიზნესს წესების დაცვისკენ, მოქალაქეებს კი, სავაჭრო ცენტრებში შოპინგისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2020 18:29

მაია ცქიტიშვილი ბიზნესს წესების დაცვისკენ, მოქალაქეებს კი, სავაჭრო ცენტრებში შოპინგისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

მაია ცქიტიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად გააგრძელონ წესების დაცვის უზრუნველყოფა.

„დილიდან პარლამენტში ვართ და არ გვქონდა საშუალება ინტენსიურად მენახა, თუ რა ხდება სავაჭრო ცენტრებში. ზოგადად, სოციალურ მედიაში სურათებიდან ვნახე, რომ საკმაოდ კარგად ხდება ჯერჯერობით იმ წესების დაცვა, რომელიც გათვალისწინებული იყო. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვხედავთ, არის აქტიური ინტერესი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომ სავაჭრო ცენტრებში იშოპინგონ. ბუნებრივია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, ბიზნესს, რომ ძალიან მკაცრად გააგრძელოს წესების დაცვა. მოვუწოდებ ასევე მოქალაქეებს, თუ არ აქვთ განსაკუთრებული საჭიროება წინასაახალწლო დღეებში გავიდნენ სავაჭრო ცენტრებში, რა თქმა უნდა, სჯობს შევიკავოთ თავი ხალხმრავალი ადგილებისგან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2020 18:29