მაია ცქიტიშვილი : ბიუროკრატიის ხარჯები უნდა შემცირდეს

მცირე მთავრობის კონცეფცია პირველ რიგში ემსახურება მართვის ოპტიმალურ სისტემის შექმნას და არა ხალხის შემცირებას– განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
კითხვაზე, რამდენი ადამიანი შემცირდება სამინისტროებში, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც მოხდება ფუნქციების სხვადასხვა სამინისტროებში ინტეგრირება.
“ცვლილებების შედეგად ჩვენ გვექნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ეს გადაწყვეტილება ემსახურება უფრო მცირე და ეფექტიან მმართველობას. ეს გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაბიჯი არის გადადგმული წინ. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენი ხარჯები, სახელმწიფო აპარატის და ბიუროკრატიის ხარჯები იყოს დაფიქსირებული მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-ით. ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, რადგან ეს მაჩვენებელი არის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც. ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი სტრუქტურების ოპტიმიზაცია ისეთი სახით, რომ ჩვენ გადანაწილებული ფუნქციები შევასრულოთ ძალიან ეფექტურად და მეორე მხრივ, ხარჯების მაჩვენებელი გავხადოთ რეალური“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა დუისში, მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდებიან
შემდეგი სტატიააქტიურად განვაგრძობთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირთა მიმართ ზომების მისაღებად