მაია ცქიტიშვილი : ანაკლიის პროექტს არა მთავრობისგან დაცვა, არამედ შესრულება სჭირდება

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტს ყველა პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა ჰქონდა არა მხოლოდ საჯარო განცხადებებით, არამედ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, საერთაშორისო პლატფორმებზე მუდმივი ხაზგასმით.

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„როდესაც ამ პროექტზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ აღნიშნული პროექტის ინიციატორი იყო მთავრობა. რა თქმა უნდა, პროექტს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა და ეს მარტივი გადასამოწმებელია“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, 2014 წლიდან მთავრობა ჩართულია ანაკლიის პროექტის განვითარებაში და საფინანსო ინსტიტუტებთან მუდმივად ახდენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის დემონსტრირებას. როგორც მან განაცხადა, სწორედ მთავრობის ძალისხმევით მოხვდა ანაკლიის პორტი ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მიერ გამოქვეყნებული პროექტების ჩამონათვალში.

„ანაკლიის პორტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება სახელმწიფოსგან. მას დაცვა მთავრობისგან არ სჭირდება. ამ პროექტს სჭირდება შესრულება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა