მაია ჩხაიძე: გუშინ საღამოს შემდეგ ადგილები აღარ გვაქვს, პრაქტიკულად, გაჩერებული ვართ

„გუშინ საღამოს შემდეგ ადგილები აღარ გვაქვს, პრაქტიკულად, გაჩერებული ვართ. 90 ბავშვი წევს და 64 მშობელი. რეანიმაციაში 25 პაციენტია და აქაც გაჩერებული გვაქვს მიღება. 25 პაციენტიდან 18 ჩვილია. აქედან ერთი ჩვილი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში სუნთქვის აპარატზე იყო, მოვხსენით. მისი მდგომარეობა სტაბილურია. რასაკვირველია, მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ამჟამად სატურაციას და სხვა პარამეტრებს ნორმალურს უჩვენებს. ასე რომ, მდგომარეობა გაუმჯობესებულია“,-აცხადებს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შემდეგი სტატიაზუგდიდისა და წალენჯიხის მერობის კანდიდატები ცნობილია