მაია ბუწაშვილი: “თუ ციხეს გამართული ლაბორატორია აქვს, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ნიმუშების ტრანსპორტირება სხვაგან რატომ ხდება”

“თუ ასეთი გამართული ლაბორატორია აქვს [პენიტენციურს], C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირება რატომ ხდება სხვა კლინიკების ლაბორატორიებში?” – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი Facebook-ზე წერს.

დღეს ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გვაჩვენებდნენ და დეტალურად გვიხსნიდნენ, როგორი აწყობილი სამედიცინო სამსახური აქვს პენიტენციურ სისტემას, მათ შორის თითქოს გამართული ლაბორატორია. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ამაზეა ნათქვამი – თუ მართლა ასეთი გამართული ლაბორატორია აქვს, მაშინ, მაგალითად, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირება რატომ ხდება სხვა კლინიკების ლაბორატორიებში (მათ შორის ისეთი საბაზისო, სრულიად ელემენტარული კვლევების, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციები, კრეატინინი და ა.შ.). ეს საჯარო ინფორმაციაა და პენიტენციური სისტემა ლაბორატორიული სერვისების შესყიდვას ოფიციალურად ახდენს. თუ ამ ანალიზების ადგილზე გაკეთების რესურსი მართლაც არსებობს (როგორც ეს დღეს ტელევიზიით გვაჩვენეს), მაშინ რატომ ხდება ამ სერვისების შესყიდვა? რა საჭირო იყო ეს სატელევიზიო შოუ? – წერს მაია ბუწაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გრიგოლია: მდგომარეობა ახლოა იმასთან, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდეს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილეებს შეუერთდა