20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მაია ბუწაშვილი: ნოროვირუსი გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება საქართველოშიც

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვირუსი, რომლის ეპიდაფეთქებასაც ბორდოში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე მსხვერპლი მოჰყვა, ყველგან გავრცელებულია, მათ შორის საქართველოშიც.

„ისევ კრუიზი და ისევ ვირუსული ინფექციის გავრცელება – ამჟამად ნოროვირუსის ეპიდაფეთქებაა საკრუიზო გემზე Ambition (Ambassador Cruise Line), რომელიც გაჩერებულია ბორდოში 1200 მგზავრით და 514 ეკიპაჟის წევრით. ვირუსი დაფიქსირდა 49 ადამიანში. გარდაიცვალა ერთი ხანდაზმული მგზავრი. დანარჩენი მგზავრები იმყოფებოდნენ იზოლაციაში, თუმცა ახლახან იმათ, ვისაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, გემის დატოვების უფლება მისცეს.

ნოროვირუსი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას, მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კუნთების ტკივილი. გადაცემა ხდება წყლით და საკვებით, ასევე გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კონტაქტით. მისი გავრცელება საკმაოდ ხშირია ორგანიზებულ დაწესებულებებში, მაგალითად, სტუდენტურ საცხოვრებლებში, სასტუმროებში, რესტორნებში. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ვირუსის უმცირესი კონცენტრაციაც კი საკმარისია ადამიანის ინფიცირებისათვის.

ეს არ არის ახალი ვირუსი. გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც. დიაგნოსტიკა ხდება განავლის გამოკვლევით ნოროვირუსის ანტიგენზე, რაც ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია კლინიკურ ლაბორატორიებში“, -წერს მაია ბუწაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: პატრიარქის როლი ის არის, რომ წინაპირობების გარეშე შუამდგომელი იყოს და ეს ახალგაზრდები ციხიდან გამოვიდნენ
შემდეგი სტატია“ჩვენთვის “ნაცები” წითელი ხაზია, “ოცნების” მიერ მოსყიდულები – მით უმეტეს“ – გიგა ფარულავა