15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

მაია ბუწაშვილი მენინგიტის შესახებ: საქართველოში შეშფოთების საფუძველი არ არსებობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მენინგიტის შესახებ წერს.

“ბევრი შეკითხვაა ამჟამად ბრიტანეთში მენინგიტის შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგადად ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ამ ეპიდაფეთქებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმიტომ, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდა, რაც ჩვეულებრივ ნაკლებად ხდება ხოლმე, რადგან მენინგოკოკი მხოლოდ მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა.

ამჟამად რამდენიმე დღეში 20 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 ლეტალური გამოსავლით, რამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.
ინფექცია გავრცელდა უნივერსიტეტის სტუდენტებში (University of Kent, Canterbury).
შემთხვევების ნაწილში გამოვლინდა მენინგოკოკი B (MenB). ეს ქვეტიპი არ შედის სტანდარტულად გამოყენებულ ვაქცინაში (MenACWY). ამიტომ ამ აფეთქებასთან დაკავშირებით სთავაზობენ სხვა ვაქცინას, რომელშიც ეს ტიპი შედის.

მენინგოკოკური ინფექციის ეს აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული. შესაბამისად, ჩვენთან შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს”,_ წერს ბუწაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია: ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია
შემდეგი სტატიაპარლამენტის სასახლეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბანერი განთავსდა