მაია ბუწაშვილი: გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვასთან დაკავშირებით

ექიმი ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი წერს, რომ გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამან დიდად არ გაამართლა, “ომიკრონის” გავრცელების პერიოდში კი მნიშვნელობა დაკარგა.

“მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ. ამ მეთოდმა ისედაც დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით, მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ.

დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და ფაქტიურად უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ”, – წერს მაია ბუწაშვილი.

banner
წინა სტატიაშიინტენსიური თოვა და ქარბუქი გამო ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა