მაია ბითაძემ და მიხეილ სარჯველაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს და შეაჯერეს პოზიციები იმ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომლებიც სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებულია ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ის შენიშვნები, რომლებიც სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს ჰქონდათ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით და შევაჯერეთ პოზიციები. შედგა შეთანხმება შენიშვნებთან დაკავშირებით“,-განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები წიაღით სარგებლობისთვის სათანადო ლიცენზიის გარეშე და ქალაქებში მწვანე ნარგავების მოჭრისა და განადგურებისთვის ჯარიმის ზრდას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიყველა ჯერზე ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, სამშობლოზე ზრუნვა, რწმენა და ქვეყნის ღირსეული, ევროპული მომავალია – მდინარაძე
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარება დაამტკიცა