მაია ბითაძე – კალაძე გუნდის გამორჩეული ლიდერია

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კახა კალაძე გუნდის გამორჩეული ლიდერი და წარმატებული მერია.

მისი შეფასებით, დედაქალაქის მერის თანამდებობაზე მუშაობას მომავალში კვლავ კახა კალაძე გააგრძელებს.

ამასთან, მაია ბითაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო.

„კახა კალაძე არის გუნდის გამორჩეული ლიდერი, წარმატებული მერი. ვისურვებდი და ღრმად მწამს, რომ კახი კალაძე იქნება კვლავ დედაქალაქის მერი, რადგან ის გეზი, რაც მას აქვს აღებული ქალაქის განვითარებისთვის, არის სწორი და ხელშესახები შედეგებია. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, უკვე დავიწყეთ მზადება, დაიწყება შეხვედრები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 ნარკორეალიზატორი დააკავა
შემდეგი სტატიახმაური რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე – დაშავდა “მთავარი არხის” ოპერატორი