მაია ბითაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ კანონპროექტებზე, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ ისაუბრეს ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების და სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონის, ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ კანონპროექტის განხილვის ვადებისა და მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ „ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს, პროექტ „ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“-ს ფარგლებში. ასევე შეხვედრაზე განიხილეს „მასშტაბური ავარიების საფრთხეების კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის სამუშაო ვერსია.

შეხვედრაზე ისაუბრეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გაძლიერების თაობაზე, ასევე წიაღის მოპოვების ინსპექტირების გაძლიერების საჭიროებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ნინო თანდილაშვილი.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამისა და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის” წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსებმა ავდეევკაში ქარხანა დაბომბეს – დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი