მაია ბითაძე – არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ ჯადოსნურ ჯოხს დავიკავებთ და ერთი ხელის მოსმით არც ერთი ხე არ მოიჭრება

არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ ჯადოსნურ ჯოხს დავიკავებთ და ერთი ხელის მოსმით არც ერთი ხე არ მოიჭრება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა მაია ბითაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

“გამოწვევები გვექნება კერძო საკუთრებასა და გარემოს დაცვის საკითხებს შორის, არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ ჯადოსნურ ჯოხს დავიკავებთ და ერთი ხელის მოსმით არც ერთი ხე არ მოიჭრება. თუმცა გპირდებით, რომ მაქსიმალურად შევეცდებით საკომპენსაციო ფონდები, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოში და ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, სამართლებრივი ბაზის წესრიგში მოყვანაზე მივმართოთ. თითოეული მოჭრილი ხიდან, რომელიც გადარგვას არ ექვემდებარება, ამოღებული თანხა მიემართება სწორედ კომპენსაციის და შემარბილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად”, – განაცხადა ბითაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ იური ლუცენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიასოფიო კილაძე – თანხის სავარაუდო ოდენობა, რომელიც დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაიზოგება, ცნობილია