მაია ასათიანი: მზე ოქროყანიდან არ ამოდის საქართველოში

გადაცემა „პროფილის“ წამყვანის მაია ასათიანის განცხადებით, „რუსთავი 2“ ის დამხობა თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ციტადელის დამხობას ნიშნავს.

მაია ასათიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერ აქციაზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს გაერთიანებისკენ და სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.

„დადგება დრო როდესაც თქვენი შვილები გკითხავენ, როდესაც სიტყვის თავისუფლება ემხობოდა იმ დროს სად იყავით და თქვენ ამ კითხვაზე პასუხი გექნებათ. თქვენ იყავით იქ სადაც ქარიშხალია , თავისუფალ საქართველოს იცავდით, იმიტომ, რომ „რუსთავი 2“- ის დამხობა ნიშნავს, რომ თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ციტადელი დაემხობა.

როგორც წლების წინ პირველი პრეზიდენტის გულანთებულმა მომხრემ პარლამენტში თქვა, „ განთიადია ბატონებო განთიადია, დადექით ჩვნეთან ერთად. მზე ოქროყანიდან არ ამოდის საქართველოში“, – განაცხადა მაია ასათიანმა.

banner
წინა სტატიაშიერთად უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას – ზაალ უდუმაშვილი
შემდეგი სტატიადღეს აქ რუსთავი2 არის ერთი, რომელსაც დახმარება სჭირდება ხალხისგან – ნანუკა ჟორჟოლიანი