მაია ცქიტიშვილმა მინისტრის რანგში პირველი თათბირი ჩაატარა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, დღეს მინისტრის რანგში პირველი თათბირი ჩაატარა. დღეს დილით, ახალმა მინისტრმა თანამდებობიდან გადააყენა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე.
ცოტა ხნის წინ სამინისტროში თათბირი დასრულდა. მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით მინისტრის პირველი მოადგილე გახდა თანაინვესტორობის ფონდის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.
ირაკლი ქარსელაძე ასევე პარალელურად უხელმძღვანელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
რაც ეხება ყოფილი მინისტრის, გიორგი ალავიძის, პირველ მოადგილეს ირაკლი მატკავას, ის „ჩამოალაბორანტეს“ და დროებით მოადგილის პოსტს დაიკავებს. მოადგილის სტატუსს ჯერჯერობით ინარჩუნებენ ასევე გალაქტიონ ბუაძე და კახაბერ გულედანი.
მაია ცქიტიშვილს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია სოსო ნონიაშვილის შესახებ, ნონიაშვილი (ალავიძის მარჯვენა ხელი და როგორც სამინისტროში ამბობენ ტენდერებში მხარეებს შორის შუამავალი) თანამდებობას ამ ეტაპზე ინარჩუნებს.

“თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიბათუმში 12 წლის მოსწავლე დაჭრეს
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: „სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულება უკვე დაწყებული გვაქვს“