მაია ცქიტიშვილი: შეზღუდვების მოხსნა არის დაგეგმილი მთავრი წინაპირობა ამ შეზღუდვებისთვის არის ეპიდემიოლოგიური ვითარება

„ხვალვე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რა ეტაპებით მოხდება შეზღუდვების მოხსნა. ბუნებრივია, შეზღუდვების მოხსნა არის დაგეგმილი და ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად გავივლით. მთავრი წინაპირობა ამ შეზღუდვებისთვის არის ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების დინამიკის შენარჩუნება, არამედ ჩვენი ამოცანაა დაავადების შეჩერება საქართველოში. პირველი მთავარი წინაპირობა ამისთვის კი არის დინამიკის შენელება და შემთხვევევბის რაოდენობის კლება. შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნის პროცესი უნდა მიყვეს ამ დინამიკას და აუცილებლად ასეც იქნება. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული შეზღუდვის მოხსნა გახდა შესაძლებელი, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ისევე როგორც ეტაპობრივად ვაწესებდით შეზღუდვებს დაავადების გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე“, – საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: საგანგებო ან საომარი მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება
შემდეგი სტატიაინგუშები სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ