მაჰმუდ აბასმა ჰოლოკოსტის შესახებ გამოთქმული აზრის გამო ბოდიში მოიხადა

პალესტინის ეროვნული ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა ბოდიში მოიხადა ჰოლოკოსტზე გამოთქმული მოსაზრების გამო. “თუკი ადამიანებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს პალესტინის ეროვნულ საბჭოს სხდომაზე ჩემს მიერ გამოთქმული აზრის გამო, მე მათ ბოდიშს ვუხდი” – ნათქვამია აბასის განცხადებაში, რომელიც 4 მაისს გამოქვეყნდა. მან, ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სრული პატივიცემით არის იუდაიზმისა და სხვა მონოთეისტური რელიგიების მიმართ განწყობილი – “დოიჩე ველე” წერს. მაჰმუდ აბასმა ანტისემიტიზმის ნებისმიერი ფორმა დაგმო, ასევე თქვა, რომ ჰოლოკოსტი “ყველაზე ამაზრზენი დანაშაული იყო კაცობრიობის ისტორიაში” და იმედი გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინას შორის კონფლიქტის დასრულებაზე, რაც ორ ხალხს საშუალებას მისცემს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ.
30 აპრილს აბასმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ევროპაში თვითონ ებრაელებმა მოაწყვეს საკუთარი განადგურების პროვოცირება.

banner
წინა სტატიაშიჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
შემდეგი სტატიატრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ადგილი და დრო ცნობილია