მაჰმუდ აბასი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ჩაერიოს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, ჩაერიოს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად. ამის შესახებ მაჰმუდ აბასმა მიმართვაში განაცხადა. მან ისრაელის მოქმედებებს ღაზაში პალესტინელთა გენოციდი უწოდა.

„დღეს მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მისი საერთაშორისო პოზიციისა და ისრაელის საოკუპაციო ხელისუფლებაზე მნიშვნელოვანი გავლენის გამო, ჩაერიოს დაუყოვნებლივ ამ აგრესიის შესაწყვეტად. პრეზიდენტო, ბაიდენო, მოგიწოდებთ მთელი თქვენი ოფიციალური და ადამიანური შესაძლებლობებით, შეწყვიტოთ ეს ჰუმანიტარული კატასტროფა, ეს გენოციდი უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ისტორია არავის გაამართლებს ამ დანაშაულებისთვის. მოგიწოდებთ, დახმარება აღმოუჩინოთ ღაზაში, ალყაში მყოფ ჩვენს ხალხს. ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. როგორ შეიძლება ეს გენოციდი თავდაცვა იყოს“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
შემდეგი სტატიაისრაელის სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წინ მიიწევენ – ჰაგარი