„მაგთიკომის“ ოპტიკური ინტერნეტი დილიდან შეფერხებით მუშაობს

კომპანია „მაგთიკომის“ ოპტიკური ინტერნეტის მუშაობაში დღეს დილიდან შეფერხებაა.

ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების ნაწილს, დილიდან ინტერნეტი შეზღუდვით მიეწოდება, რის გამოც, გარკვეულ ქართულ ვებგვერდებზე შესვლა შეუძლებელია.

“მაგთიკომის” ინფორმაციით, ქსელში გლობალური პრობლემაა და მომხმარებელს მომსახურება უახლოეს საათებში აღუდგება.

კომპანიის განცხადებით, ტექნიკური შეფერხების აღმოფხვრის მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე
შემდეგი სტატიახანძარი ბათუმში- ცეცხლი საცხოვრებელი სახლს გაუჩნდა