“მაგთიკომი” კახა ბექაურს უპირისპირდება და რეაგირებისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართავს

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ამჯერად მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთი ლიდერი, “მაგთიკომი” უპირისპირდება და რეაგირებისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სწორედ კახა ბექაურის ერთპიროვნულმა გადაწყვეტიულებებმა და უკანონო რეგულაციებმა განაპირობა, რომ ამ დარგში ინვესტიციები დღეს თითქმის აღარ შემოდის.

ირკვევა, რომ ბოლო გადაწყვეტილებებით, მარეგულირებელი კომისიის თავმდჯომარე, რომელიც მედია ცენზორისა და ოპოზიციური ტელევიზიების დამსჯელის ფუნქციას იღებს ხოლმე საკუთარ თავზე, ახლა უკვე მობილური კომპანიების ფინანსებშიც ერევა.

კერძოდ, ბექაურის გადაწყვეტილებით მობილურმა კომპანიებმა საკუთარი ანძები ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა დაუთმონ იმ პირობებით, რომელსაც სწორედ ბექაური დაადგენს და არა კერძო ბიზნესი.

 

წყარო: მთავარი არხი

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას სასამართლო პროცესი დასრულდა
შემდეგი სტატიაზაზა გახელაძის მოსანახულებლად შესაძლოა, ოჯახის წევრები ცხინვალში ჩავიდნენ