„მაგრად მუშაობთ რა, ადამიანს დაეხმარეთ ჩასვლაში ჯობია”- გარდაბნის საკრებულოს წევრი ჟურნალისტს მიმართავს

გარდაბნის საკრებულოს ერთერთი წევრი, გურამ ჭყვიტიაშვილი, “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.

„მაგრად მუშაობთ რა, ადამიანს დაეხმარეთ ჩასვლაში ის ჯობია, რომ იღებ,“-მიმართა საკრებულოს წევრმა ჟურნალისტს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დღეს დააფიქსირეს გამგებლები და მათი მოადგილეები, რომლებიც ერთერთ საარჩევნო უბანთან აგიტაციას ეწეოდნენ.

გარდაბანში დილიდან გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიალეკოჯან, ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ტარიფების ზრდა არ იქნება