მაღაზიის დაწვის მცდელობაში მეპატრონე “ოცნების” აქტივისტს ადანაშაულებს

ბათუმში მაღაზია ”ფარფურის” დაწვის მცდელობაში მაღაზიის მეპატრონე “ქართული ოცნების” აქტივისტს, გოჩა ბარამიძესა და ბიზნესმენ, მურმან ჯინჭარაძეს ადანაშაულებს.

მაღაზიის მფლობელის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მათი ობიექტის განადგურების მესამე მცდელობაა. ფაქტს, პოლიციის მხრიდანრეაგირება არ მოჰყოლია.

“მურმან ჯინჭარაძეს აქვს ძალიან დიდი დავალიანება ჩვენი კომპანიის ამ ადამიანს მხარს უმშვენებს ვინმე ბარამიძე, რომელიც არის ყოფილი პოლიციელი და “ქართული ოცნების” აქტივისტი პირადად გვემუქრება და გვეუბნება, რომ თუ მურმანს ფულს მოსთხოვთო და არ გაჩერდებითო კარგი დღე არ დაგადგებათო”,- ამბობს მაღაზიის მეპატრონე,

ბიზნესმენი ჯინჭარაძის სახელი ბათუმელი მოჭიდავეების, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის დაკავების ფაქტს უკავშირდება. ბარამიძე კი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმის ინციდენტშია იდენტიფიცირებული.

მურმან ჯინჭარაძის ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს მომხდართან კავშირი არ აქვს.

წყარო: მთავარი

banner
წინა სტატიაშინატოს მიგ-29-ებით ფრენების შეწყვეტა სურს
შემდეგი სტატიაპარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავს