მაღაზია „სმაილი” გაქურდეს

თბილისში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია „სმაილის” ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია 20-მდე მობილური ტელეფონი, რომელთა საერთო ღირებულება რამდენიმე ათას ლარს აღწევს.

ქურდები, სავარაუდოდ, არასრულწლოვანები არიან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია დაპირისპირებაზე – მიმდინარეობს თითოეული ქმედების სამართლებრივი შესწავლა, დილიდან დაიწყება მოქმედებები
შემდეგი სტატიაბუტა რობაქიძის საქმე – გურამ დონაძემ ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროა