მაღაზია “ორი ნაბიჯის” დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაღაზია “ორი ნაბიჯის” დაყაჩაღებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ნ.ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, თბილისში, ნ.ხ. დიდ დიღომში მდებარე “ორ ნაბიჯში” დანით თავს დაესხა მაღაზიის თანამშრომლებს.

“ის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა 565 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” – აცხადებს შსს.

სამართალდამცველებმა ნ.ხ. 2019 წლის 26 აგვისტოს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატია“მოსამართლეებთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული და პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღეთ”