15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

მაღაროში დასაქმებული გარდაიცვალა

ფორმულასთან ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, რომ 25 მარტს, გვიან ღამით, შუქრუთის მაღაროში დასაქმებული გარდაიცვალა.

ტარიელ მიქაცაძის თქმით, რომ მაღაროელის გარდაცვალება, სავარაუდოდ, უკავშირდება მაღაროში სამუშაო პირობებს.

“როგორც ისმის და ამბობენ, არის გულით გარდაცვლილი. რომ დაამთავრა სამუშაოები მიწის ქვეშ, მაღაროში, გამოდიოდა, დაახლოებით რამოდენიმე ასეული მეტრი გამოიარა ფეხით, გამოვიდა ისეთ ადგილზე, სადაც მიწისქვეშა მატარებლით უნდა გამოსულიყო გარეთ და ამ დროს, გულმა დაარტყაო.

მე ვფიქრობ, რომ უკავშირდება გარდაცვალება სამუშაო პირობებს, რადგან იქ ჰაერის ცვალებადობა იყო, სადაც მუშაობდა, ჩემი აზრით, არ ჰქონდა განიავება და არ იყო სუფთა ჰაერი და ტემპერატურა. სადაც არ არის ჰაერი, იქ ძალიან მაღალი ტემპერატურაა, სადაც გამოვიდა, იქ ძალიან სწრაფად მოძრაობს ჰაერი და ვფიქრობ, ჰაერის ცვლილებამ შეუქმნა გულზე პრობლემები”, – თქვა მან ფორმულასთან.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ირანის ომთან დაკავშირებით საგანგებო ვიდეოზარს გამართავენ
შემდეგი სტატიავადეფული: პუტინს ცინიკურად აქვს იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია ჩვენს ყურადღებას უკრაინაში ჩადენილი მისი დანაშაულებიდან გადაიტანს