10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

მაღაროელები პროკურატურასთან აქციას გამართავენ

მაღაროელები 19 მარტს თბილისში პროკურატურასთან აქციას გეგმავენ.

“19 მარტს თბილისში, პროკურატურასთან ვმართავთ საპროტესტო აქციას. ვაპროტესტებთ პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამებრძოლებს ჯერ ბრალი წარედგინათ და შემდეგ პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ.
ასევე გვსურს, პროკურატურას მოვთხოვოთ დაინტერესდეს და გამოიძიოს ქალაქ ჭიათურაში სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები, კორუფციული სქემები, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ბევრი სხვა ფაქტი.
ასევე ვითხოვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის , ანტი კორუფციულმა დეპარტამენტმა , შეისწავლოს ჭიათურის მერიის და ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობა.
ასევე გვსურს მივმართოთ ტელევიზიებს, დაგვითმონ სტუდია და მოიწვიონ არგუმენტირებულ დებატებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი.
მობრძანდით, დაგვიჭირეთ მხარი. ჩვენ 1 წელზე მეტია ვიბრძვით და ვითხოვთ სამართლიანობას, რომელიც კონსტიტუციით გვეკუთვნის.
ხუთშაბათი, 19 მარტი, 13:00

საქართველოს პროკურატურასთან გელოდებით”, – ნათქვამია პროტესტში ჩართული მაღაროელების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“შესაძლოა, ველოდოთ ფასების ზრდასაც, რაც ავტოიმპორტთან ერთად ავტონაწილებსაც შეეხება”- ასოციაცია
შემდეგი სტატიაგიორგი გაბუნია: საქართველოში ვენის კონვენციას დღეს თუ ვინმე არღვევს, არიან გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები