მაღალსართულიანი კორპუსები დენდროპარკის ნაცვლად – ენმ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

საკრებულოს ოპოზიცია მერიასა და კომპანია ” ას ჯორჯიას” შორის სავარაუდო კორუფციული გარიგების გამოძიებას ითხოვს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო უწყებას განცხადებით მიმართა.

ფრაქციის წევრები ვარაუდობენ, რომ კახი კალაძის გადაწყვეტილებით, რომელმაც პროექტ “დირსი”-ს ავტორ კომპანიას ნაკისრი ვალდებულება მოუხსნა, მერიამ მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება ნახა.

საუბარია, იმ ხელშეკრულების ცვლილებაზე, რომელიც კომპანიასა და მთავრობას შორის 2011 წელს გაფორმდა. “ას ჯორჯიას” სიმბოლურ 1 ლარად 15 ჰექტარი დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად გადაეცა. ახლა კი მას ნახევარ ტერიტორიაზე სკვერის, მეორე ნახევარზე კი კორპუსების მშენებლობა ევალება.

„სააკაშვილის განკარგულებით უნდა ყოფილიყო დენდროლოგიური პარკი 150 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, ხოლო კალაძის გადაწყვეტილებით, 75 ათას კვ.მ მიწის ნაკვეთზე დენდროლოგიური პარკის ნაცვლად აშენდება მაღალსართულიანი კორპუსები. ამით სიკეთეს მიიღებს მხოლოდ კალაძე, დედაქალაქის მთავრობა და მაღალი თანამდებობის პირები.

აქ სავარაუდო კორუფციულ ნიშნებზეა საუბარი, პროკურატურამ უნდა დაადგინოს რატომ შევიდა ასეთ, თბილისელების საწინააღმდეგო, გარიგებაში, დედაქალაქის მერი“-განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფილარმონიის იჯარით გადაცემა – საია საკითხის შესწავლას პროკურატურას სთხოვს
შემდეგი სტატია„ხელისუფლება ამ სკანდალზე პასუხისმგებლობას არ იღებს“ – ხოშტარია მუხტარლის საქმეზე