მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მცხოვრებ პენსიონერებს პენსია გაეზარდათ

პირველი სექტემბრიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზარდათ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.

ასევე, ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების სოციალური პაკეტი.

“1 სექტემბრიდან “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი ამოქმედდება. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერ პირებს გაეზრდებათ პენსია და ამჟამად არსებული 180 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20%-ით გაზრდილ პენსიას, ანუ 216 ლარს. ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების სოციალური პაკეტი. შშმ პირები სოციალური პაკეტით მათთვის განსაზღვრული თანხის 20%-ით გაზრდილ დანამატს მიიღებენ. ხოლო მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და მარჩენალდაკარგული ოჯახები 20-%-ით გარზდილ დანამატს, ანუ 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

banner
წინა სტატიაშიანდრო ბარნოვი პაატა ბურჭულაძის გამო, გორის მაჟორიტარად კენჭისყრაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაბათუმიც და აჭარაც საქართველოს ნაწილია და სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთს რაღაც მოტივი ამოძრავებს