მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 24 მუნიციპალიტეტისთვის 13.6 მლნ ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ მთავრობის 30 აპრილის N878 განკარგულებიდან ირკვევა, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული დაფინანსების გამოყოფის ნებართვა მიეცა.
bm.ge- ს ინფორმაციით, დოკუმენტის მიხედვით, 13 619 240 ლარი მუნიციპალიტეტებზე შემდეგი სახით გადანაწილდება:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 393 426 ლარი;
ტყიბულის მუნიციპალიტეტი – 1 085 676 ლარი;
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – 239 283 ლარი;
ჭიათურის მუნიციპალიტეტი -760 600 ლარი;
ხონის მუნიციპალიტეტი – 1 283 575 ლარი;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 381 506 ლარი;
ახმეტის მუნიციპალიტეტი – 1 400 000 ლარი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტი – 217 177 ლარი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – 162 119 ლარი;
სიღნაღის მუნიციპალიტეტი – 232 436 ლარი;
თიანეთის მუნიციპალიტეტი – 428 262 ლარი;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი – 1 320 649 ლარი;
ლენტეხის მუნიციპალიტეტი – 81 754 ლარი;
მესტიის მუნიციპალიტეტი – 1 000 000 ლარი;
ადიგენის მუნიციპალიტეტი – 393 118 ლარი;
ასპინძის მუნიციპალიტეტი – 202 674 ლარი;
ახალციხის მუნიციპალიტეტი – 187 960 ლარი;
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 258 278 ლარი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 855 433 ლარი;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 460 050 ლარი;
გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 500 000 ლარი;
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი – 700 000 ლარი;
წალკის მუნიციპალიტეტი – 600 000 ლარი;
გორის მუნიციპალიტეტი – 475 264 ლარი.
დადგენილების თანახმად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს თანხები კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად გამოეყოთ. პროექტები ძირითადად, საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას მოიცავს.
















