14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა – განკარგულება

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება გამოსცა.

განკარულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოსთვის 5 300 000 ლარის გამოყოფა, რომელიც მიმართული იქნება „ერთიანი აგროპროექტის“ ქვეპროგრამის „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ განსახორციელებლად.

ამავე დოკუმენტით, გათვალისწინებულია 14 700 000 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შესაბამისად.

banner
წინა სტატიაშიგია ნოდია: დიდი ალბათობით ეს ომი ამერიკის და ტრამპის წარუმატებლობად შეფასდება
შემდეგი სტატიაFox News: ირანის რეჟიმი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს