მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა. ხულოს რამდენიმე სოფელში – ფუშუკაული, სხალთა, დეკანაძეებსა და ვაშლოვანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. გამგეობის ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

პრობლემებია გადაადგილებასთან დაკავშირებითაც, მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 80- სმ 150-სმ აღწევს.

ხულოს მუნიციპალიტეტის წამორმადგენლების განცხადებით, ამ დროისთვის ხულოს ტერიტორიაზე 7 ერთეული საწმენდი მანქანა მუშაობს, დამატებით ელოდებიან ტექნიკას საგზაო დეპარტამენტიდან.

რაც შეეხება შუახევის რაიონს, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე თოვს. ღამით იყო ძლიერი ქარბუქიც. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 30-50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 120-140 სმ აღწევს.

საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეფერხებულია. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება ბარათაულის, ჭვანის, წყალსაყრის, ოლადაურის, უჩამბის, ნაწილობრივ შუახევის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. სააღმზრდელო დაწესებულებიდან მუშაობს მხოლოდ დაბისა და ჭვანის ბაგა-ბაღები.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს
შემდეგი სტატიაcheck in georgia მომავალ წელსაც გაგრძელდება