მაგდა პაპიძის პროცესზე სისხლიანი ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს

მაგდა პაპიძის პროცესზე სისხლიანი ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს. მათ შორის იყო მისი მეუღლის, ომარ ქაფიაშვილის ფეხსაცმელი, რომელიც ავტომანქანაში პოლიეთილენის პარკში ჩალაგებული აღმოაჩინეს. ცხედარს კი ფეხსაცმელები არ ეცვა. პაპიძის მიერ ურნაში გადაყრილ სისხლიან ნივთებს შორის აღმოჩნდა მეუღლისა და შვილის ტანსაცმელი, რომელიც პროკურორის განცხადებით, სისხლიანი იატაკის მოსაწმენდად იყო გამოყენებული. მისივე ინფორმაციით, ნაგავში გადაყრილი იყო დივნიდან აჭრილი სისხლიანი ნაჭრები, ასევე დივნის სათავსოში ჭურჭლის მოსათავსებელი სისხლიანი ყუთები. ნაჩვენები იყო ოთახის ჩუსტები, რომელიც თორნიკე ქაფიაშვილს ეცვა. პროკურატურამ ნივთები დარეჯან მინდიკაურს აჩვენა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისთვის ყველა ეს ნივთი ნაცნობი იყო.

მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობაშია ბრალდებული.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი ფრანგ კოლეგას შეხვდა