მაგდა პაპიძის დამ ჩვენება შეცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის საქმის განხილვა გრძელდება მისმა დამ ლანა პაპიძემ, გამოძიებისთვის მიცემული საკუთარი ჩვენება უარყო.

როგორ ლანა პაპიძემ სასამართლოზე განაცხადა ჩვენება არ წაუკითხავს და ხელი ისე მოაწერა. პაპიძემ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები, თითქოს მაგდა პაპიძე ბავშვს ცუდად ექცეოდა, საყვარელი ჰყავდა და მეუღლე აღარ უყვარდა ტყუილია და მეტიც პანაშვიდის დროს, პაპიძის და ქაფიაშვილის ოთახში, სისხლი არ შეუმჩნევია.

ლანა პაპიძის განცხადებით – “ლურჯმა ნათებამ სისხლის ლაქები რომ გამოკვეთა, შესაძლოა ომარის სისხლი ყოფილიყო. ომარის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ავარია მოუვიდა და ცხვირიდან სისხლი შადრევანივით მოსდიოდა” -განაცხადა მაგდა პაპიძის დამ.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი: ფარცხალაძე დარწმუნებულია, რომ მას ვანო მერაბიშვილის გამო არ დასჯიან
შემდეგი სტატია“თუ ეს მოხდა ძალიან დასაგმობია” – ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება