(video) მაგდა პაპიძის და, დედა და დედამთილი პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს

მაგდა პაპიძის და, დედა და დედამთილი პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს

papaidzeმეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის დედა, და და დედამთილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს. ისინი სასამართლოში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დაპირისპირების ირგვლივ დაიკითხებიან.
სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ სასამართლოში. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლითაა დაწყებული.
დღევანდელ პროცესზე მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის ახლობლებს შორის ჩხუბი ორჯერ მოხდა. პირველი დაპირისპირება სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოხდა, მეორე კი, ცოტა მოგვიანებით, სასამართლოს საპირფარეშოში.
როგორც ქაფიაშვილის ახლობლები აცხადებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ ხელი დაარტყა. ფიზიკური დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს.
ქაფიაშვილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დაპირისპირება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედისა და დის მიერ იყო პროვოცირებული. როგორც ისინი ამბობენ, ეს ადამიანები საპირფარეშოში სპეციალურად შევიდნენ იმ დროს, როცა დარეჯან მინდიკაური იქ იმყოფებოდა.
საპირისპიროს ამტკიცებენ ლია შამუგია და ლანა პაპიძე. როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრების მიერ იყო ინსპირირებული.
შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მაგდა პაპიძემ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
“კვირა”

https://youtu.be/7yG2adNV4Kc

 

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი:დიდი ბოდიში, მაგრამ მატარებელი უკვე ჩავლილია
შემდეგი სტატიაუეფამ რუსეთის ნაკრებს აუკრძალა კარელიაში დაღუპულებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგება