მაგდა პაპიძეს უფლება აქვს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ მიმართოს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძეს 20 წლის პატიმრობის შემდეგ შეუძლია ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართოს. უფლებები, რომელიც უვადო პატიმრობამისჯილებს კანონმდებლობით გააჩნიათ, პაპიძეს დღევანდელ პროცესზე თავად მოსამართლემ განუმარტა.
მოსამართლემ პაპიძეს აუხსნა ისიც, რომ პატიმრობის 20 წლის მოხდის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის მიმართვის გარდა, მას შეუძლია შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართოს.

თავად მსჯავრდებულს მის განაჩენთან დაკავშირებით დარბაზში კომენტარი აღარ გაუკეთებია. სასამარლო უკომენტაროდ დატოვეს პაპიძის დედამთილმა და დედამაც.

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის მიერ, ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში შეკრებილები ტაშით შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ახალგაზრდა სპორტსმენი დაჭრეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში მცხოვრებ 320 დევნილ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება