მაგდა პაპიძე თავისი სასამართლო პროცესის დახურვის მომხრე არ არის

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისი სასამართლოს სხდომები უნდა დაიხუროს.

როგორც განსასჯელმა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე განაცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქვს რადიო მიმღები, სადაც მოისმინა ანა დოლიძის განცხადება პროცესის სრულად დახურვის შესახებ.

მისი თქმით, დაკავების დღიდან სურვილი ჰქონდა, პროცესი ღია ყოფილიყო და მსაჯულთა ინსტიტუტიც სწორედ ამიტომ აირჩია.

“პირველივე დღიდან მოვითხოვე საჯაროობა. ჩემს პროცესებს ესწრებოდა მედია, ადვოკატებსაც ინტენსიურად ვთხოვდი პროცესი საჯარო ყოფილიყო. საზოგადოებისათვის დასამალი არაფერი მაქვს და მინდა გაშუქდეს ექსპერტების დაკითხვა, ასევე ჩემი პოზიციები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პირადი ცხოვრების საკითხს ვითხოვ მხოლოდ ამ ნაწილში დაიხუროს პროცესი”-განაცხადა პაპიძემ.

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ პაპიძეს განუმარტა, რომ მისი უფლება პროცესის საჯაროობის შესახებ დაკმაყოფილებულია, პირად ცხოვრებაზე მოწმეების დაკითხვა იხურება ხოლმე.

banner
წინა სტატიაში,,40 მილიონ ევროდ შეძენილი 2-სართულიანი მატარებელი არცერთ გვირაბში არ ეტევა“ – ვაშაძის პარტია საქართველოს რკინიგზას აკრიტიკებს
შემდეგი სტატია160-ლარიანი სოციალური დახმარების პაკეტი 180 ლარამდე გაიზრდება