მაგდა პაპიძე ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობას უარყოფს

მეუღლის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა უარყო.

მისი ჩვენებით, ბერძენიშვილთან არც მომავალში გეგმავდა სასიყვარულო და სერიოზულ ურთიერთობას.
“თუკი ორმხრივი სურვილი იქნებოდა ომარი ცივილურად შეხვდებოდა და მოძალადე არ იყო. თვენახევრის ურთიერთობას სასიყვარულო ურთიერთობას ვერ დავარქმევ”, – განაცხადა მაგდა პაპიძემ პროკურორის მიერ ბერძენიშვილის თემაზე დასმული შეკითხვების საპასუხოდ.

პროკურორმა პაპიძეს დახურულ სხდომაზე გამოკვლეული ბერძენიშვილისადმი გაგზავნილი სმს-ის შინაარსი შეახსენა, „ყველაფერს გააკეთებდა, რომ ესუნთქა“ და მისი ახსნა თხოვა.

პაპიძემ პროკურორს მოუწოდა, რომ პირადი მიმოწერის დეტალები საჯარო სხდომაზე არ გაეხმაურებინა და კითხვას არ უპასუხა.

მანამდე პაპიძემ პროკურორ ელენე ჩხეიძის მიერ დასმულ სხვა კითხვებს უპასუხა.კითხვები ძირითადად განსასჯელის წარსულს- სკოლის პერიოდს, სტუდენტობას, მომავალი მეუღლის გაცნობას და დაოჯახებას, შვილის შეძენას და პაპიძის სამუშაო ადგილებს ეხებოდა. კითხვები დაისვა მისი რელიგიურობის თემაზეც. განსასჯელმა ვრცლად უპასუხა კითხვებს მეუღლესთან ურთიერთობაზე და განაცხადა, რომ ომარ ქაფიაშვილთან იდეალური ცოლ-ქმრობა აკავშირებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება მათ შორის დაიძაბა.

“ორსულად ვიყავი ომარმა მითხრა საშუალება არ გვქონდა და ხელოვნური აბორტი უნდა გამეკეთებინა. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ომარის მითითებით გავიკეთე აბორტი. სწორედ ამიტომ ვიყავი განაწყენებული მასზე, წყენა მქონდა გამიჭირდა ამის გადატანა. არეულობა ამ თემაზე ნამდვილად გვქონდა, თუმცა შემდეგ ურთიერთობა დალაგდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ომარი სახლში სულ რამდენჯერმე მოვიდა. ერთხელ რომ მოვიდა წყალი გადაივლო ბავშვთან ერთად კომპიუტერთან ითამაშა და დაწვა საბანი თავზე გადაიფარა. ეს უცნაურად მომეჩვენა. ბოლოს დისტანცირებას ცდილობდა ჩემგან. ვეკითხებოდი რა ჭირდა და არ მეუბნებოდა. ცოტა ხანი მაცადეო ამბობდა. დამაეჭვებელი იყო ეს დისტანცია. საბანი გადავხადე როცა ეძინა, წამოხტა სულ სველი იყო“, – განაცხდა პაპიძემ და აღნიშნა, რომ მანამდე მეუღლესთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა.

მაგდა პაპიძის დაკითხვა პროკურატურამ ბრალდების მოწმის სტატუსით დღეს დაიწყო. 19 დეკემბრის მკვლელობის დეტალებზე ბრალდებას ჯერ შეკითხვები არ დაუსვავს. განსასჯელის დაკითხვა ხვალ განახლდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი თურქეთის პრეზიდენტს
შემდეგი სტატია,,ტეროტირზმს სარწმუნოება არ აქვს, იგი უსახოა“ – ილია მეორე კონსტანტინოპოლის პატრიარქს უსამძიმრებს