“მაგდა პაპიძე ორი-სამი კვირის ორსული იყო” – სასამართლოზე ჩვენება გინეკოლოგმა მისცა

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი დასრულდა.
დღეს სასამართლო პროცესზე ღუდუშაურის კლინიკის გინეკოლოგი ნატა ფირცხალავა დაკითხეს.
როგორც სასამართლო პროცესიდან გამოსულმა მედიკოსმა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავების ფროს მაგდა პაპიძე ორსულად იყო.
მისი თქმით, პაპიძე თავდაპირველად 2015 წლის 23 დეკემბერს გასინჯეს და მას ორსულობა დაუდგინდა.

„ორი-სამი კვირის ორსული იყო. განმეორებით 26 დეკემბერს გავსინჯეთ და ორსულობა უკვე შეწყვეტილი იყო. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან კლინიკაში იმყოფებოდა”- აღნიშნა ექიმმა.
ნატა ფირცხალავასთვის უცნობია რატომ შეწყდა ორსულობა.
“მიზეზს ვერ გეტყვით, თუ რატომ შეწყდა ორსულობა. მაგდა პაპიძემ თავად იცოდა, რომ იყო ორსულად და აინტერესებდა, ვითარდებოდა თუ არა ეს ორსულობა“ – თქვა ექიმმა.
გინეკოლოგის ინფორმაციით, მაგდა პაპიძეს გასინჯვის დროს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე ქართველ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა
შემდეგი სტატიაავსტრალიის სანაპიროზე ათასობით გიგანტური კიბორჩხალა გამოჩნდა