15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

“მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა”-“ხარებას” პირველი კომენტარი

გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილი მისსა და  ქვემო ქართლის ექს ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვას შორის დაპირპირებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ისაკ, იგივე გიორგი უბილავა სპეცრაზმელებს არ უცემიათ. ინფორმაციას “პირველები” ავრცელებს.

“მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა” – ამბობს “ხარება” შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრზე და ირწმუნება, რომ “ეს სპეცრაზემელების გაკეთებული საქმე არ არის”

უბილავას დასისხლიანებული ფოტო ანონიმურმა წყარომ “ტვ პირველს” დაპირისპირების შემდეგ მიაწოდა – “ხარება” კი ამბობს, რომ ისაკ უბილავას უბრალოდ სისხლი უსვია სახეზე.

“რა უბილავა, ვინ უბილავა? ვინ არის ნაცემი, ნაცემი გინახია შენ საერთოდ? მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა. მე არაფერი არ ვიცი. 

ეგ სპეცრაზემელების გაკეთებული საქმე არ არის. ეტყობა ყველაფერს. მე რაც ვნახე სისხლი უსვია ადამიანს სახეზე. 

(ჟურნალისტი: ვიქტორ ჯაფარიძის დაჯგუფებაც ემუქრებოდა და შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ?) მოდი რა ამ საკითხზე მე ნუ მელაპარაკებით საერთოდ, ჩემი საქმე ეს არ არის. მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა”, – აცხადებს ზვიად ხარაზიშვილი.

banner
წინა სტატიაშივინ უხელმძღვანელებს აშშ-თან მოლაპარაკებებს ირანიდან
შემდეგი სტატიაქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა