“მაესტროს” ჟურნალისტები ითხოვენ, სასამართლო დავის დასრულებამდე დირექტორის უფლებამოსილება ბაია გადაბაძემ შეასრულოს

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

“მაესტროს” ჟურნალისტები ითხოვენ, სასამართლო დავის დასრულებამდე, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეასრულოს ბაია გადაბაძემ.
ამის შესახებ ნათქვამია “მაესტროს” ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“კიდევ ერთხელ, “მაესტროზე” არსებული ყველა ტელეპროექტის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას.

სასამართლო დავის დასრულებამდე, ვითხოვთ, არხის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება შეასრულოს ბაია გადაბაძემ.

ვადასტურებთ, რომ ბაია გადაბაძეს აქვს სრული ლეგიტიმაცია, ისაუბროს “მაესტროს” გუნდის სახელით.

ასევე, ვიტოვებთ იმედს, რომ მიმდინარე პროცესები ხელს არ შეუშლის არხის შეუფერხებლად მუშაობას და მოგვეცემა შესაძლებლობა, შევასრულოთ პროფესიული მოვალეობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ გადაცემების: “კონტაქტი”, “მაესტროს ფაქტორი”, “ბიზნესკონტაქტი”, “საქმიანი დილა” და “ერთი წუთი მაესტროზე” ჟურნალისტები.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურ მაგისტრალებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების უწყების ცნობით, ბათუმში მსჯავრდებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ