ლევან გაჩეჩილაძე: “მაესტროს” ყველა თანამშრომელი რჩება თანამშრომლად

არავის გაშვებას არ ვაპირებ, ყველა თანამშრომელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მისთვის მთავარია ყველა თანამშრომლის სოციალური უზრუნველყოფა, რომ ხელფასები თვიდან თვემდე არ დაგვიანდეს.
“შემდგომ მთავარია ძალიან კარგი სატელევიზიო კონტენტის მიღება იმისთვის, რომ “მაესტროს” რეიტიგმა აიწიოს და ტელეკომპანია გახდეს ძალიან ინტელექტუალური. ასევე, მნიშვნელოვანია “მაესტროს” გაკოტრების საქმიდან გამოყვანა. ავიღე პასუხისმგებლობა “მაესტროს” ფინანსური სტაბილურობის საკითხზეც. აქედან გამომდინარე, “მაესტროს” ყველა თანამშრომელი რჩება თანამშრომლად. რჩებათ თავისი ხელფასები და ყველა თანამშრომელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი. მე არავის გაშვებას არ ვაპირებ”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, იწყებს ხვალინდელი დღის დაგეგმვას. “პირველ რიგში უნდა გამოვიდეს გაკოტრების საქმე სასამართლოდან”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. იგი ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობას დებს. მისივე თქმით, ჟურნალისტები იქნებიან თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლები, რადგან დამოუკიდებლობა რეიტინგის მატებისთვის მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძე: შევთავაზე მაკას და კოტე გოგელიას ადვოკატს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება
შემდეგი სტატიაკოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულებულია