“მაესტროს” ახალი გენერალური დირექტორი სავარაუდოდ ზურაბ ნაყეური გახდება

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

“მაესტროს” გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური იქნება. კანდიდატურის განხილვა მაესტროს დამფუძნებელთა კრებაზე ხვალინდელ შეხევდრაზე გადაწყდება. ნაყეურის კანდიდატურის შერჩევა მაკა ასათიანისა და გია გაჩეჩილაძის მხარეთა შეთანხმებით მოხდა და სავარაუდოდ როგორც წილის უმრავლესობის მფლობელები მას დირექტორად ზურაბ ნაყეურს ხვალ აირჩევენ.
ამ დრომდე საჯარო რეესტრში შპს “სტუდია მაესტროს” გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძეა დარეგისტრირებული.

აღნიშნული ინფორმაცია გია გაჩეჩილაძემ დღეს გააჟღერა. გაჩეჩილაძე “მაესტროს” გაფიცულ თანამშრომლებს დღეს შეხვდა. თანამშრომელთა გაფიცვის მიზეზი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვდა გახდა.
გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ეთერი დღეს აღდგება, ხოლო შეფერხებები ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება.

როგორც გაჩეჩილაძემ განაცხადა ხვალ გაიმართება დამფუძნებელთა კრება და გარკვეული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციაც კრების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები გიორგი კვირიკაშვილზეა მორგებული
შემდეგი სტატია“მაესტორო” 7 მილიონ დოლარად გაიყიდა-ვინ არის ტელეკომპანიის მფლობელი?